თორნიკე რიჟვაძემ სოფელ წაბლანას მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

სოფელ წაბლანას და წაბლიანის მოსახლეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, სოფელ წაბლანაში მცხოვრებ 220 ოჯახს მთავრობამ ბათუმში ახლადაშენებულ, დასრულებულ კომპლექსში ბინები გადასცა.

„მოსახლეობამ გადაცემული ბინების რემონტით უზრუნველყოფის მოთხოვნით აქცია გამართა.

თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის შემდეგ, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია შეწყვიტა.

შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და აჭარის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა