უკრაინამ ჩინური Sinovac-ის ვაქცინა დაამტკიცა

უკრაინამ ჩინური კომპანია Sinovac-ის მიერ წარმოებული ვაქცინა დაამტკიცა, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

მედიის ინფორმაციით, Sinovac-ს ერთ-ერთ პარტნიორს, უკრაინულ ფარმაცევტულ კომპანია Lekhim-სა და ვაქცინის მწარმოებელს შეთანხმება აქვთ გაფორმებული, რომლის თანახმადაც, უკრაინა Sinovac-ის ვაქცინის 5 მილიონ დოზას მიიღებს.

უკრაინამ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია თებერვლის ბოლოს დაიწყო და დღემდე ვაქცინის პირველი დოზა 19 118 ადამიანს აქვს გაკეთებული.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა მაკსიმ სტეპანოვმა დღეს შეშფოთება გამოთქვა ქვეყანაში კორონავირუსის ახალი, ე.წ. „ბრიტანული ვარიანტის“ გამოჩენის გამო და რეგიონების ადგილობრივ ხელისუფლებებს ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებისკენ მოუწოდა.

ცნობისათვის, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე უკრაინაში კოვიდ-19-ის 1.4 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 27 204 ადამიანი.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა