ახმეტაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა

ახმეტაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა სოფელ ქისტაურში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს “ოპელისა" და “ჰონდას” მარკის ავტომობილები შეეჯახა. დაშავებულები სხვადასხვა დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობენ.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

























