გურჯაანში გარდაცვლილი 8 თვის ბავშვის დედა - ქმარმა ბავშვი, რომელიც ხელში მეჭირა, გამომგლიჯა, ეტყობა ხელი ყელში, არტერიაზე მოუხვდა და გაგუდა

განწირული ხმით ვყვიროდი, მეზობლებო, მიშველეთ, ბავშვს მომიკლავს-მეთქი, არავინ მომეშველა, - ამის შესახებ, გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე, გარდაცვლილი 8 თვის ბავშვის დედამ განაცხადა.

გარდაცვლილი ბავშვის დედა ასევე აცხადებს, რომ მეუღლემ ბავშვი ხელიდან გამოგლიჯა.

„აიყვანა და აჯანჯღარებდა რა ძალაც ჰქონდა. განწირული ხმით ვყვიროდი, „ხალხო მიშველეთ“ არავინ არ მიშველა, განწირული ხმით ვყვიროდი, მეზობლებო, მიშველეთ, ბავშვს მომიკლავს-მეთქი, არავინ არ მომეშველა. რომ გამოვედი დილით, ყველამ მე გადამიარა, ვითომ ბავშვი მე მოვკალი“, - აცხადებს გარდაცვლილი ბავშვის დედა „ტვ პირველთან“.

რაც შეეხება, 8 თვის ბავშვის გარდაცვალების მიზეზს, ბავშვის დედა აცხადებს ქმარმა ხელიდან რომ გამოგლიჯა, „ეტყობა ისეთ არტერიაში მოარტყა... ახალი ნაჭამი ჰქონდა და ეტყობა, ყელში მოუხვდა და გაგუდა“.

შეგახსენებთ, მამაკაცმა გურჯაანში ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 8 თვის შვილი კი, რომელიც ამ დროს დედას ხელში ეკავა, გონების დაკარგვის შემდეგ გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამაკაცი გუშინ დააკავა. მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო