ლადო მგალობლიშვილმა საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს სამოქმედო გეგმა წარუდგინა

ლადო მგალობლიშვილმა საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს სამოქმედო გეგმა წარუდგინა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის, კვოტების განსაზღვრის შესახებ იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკითხი კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარმოადგინა.

„კომიტეტის გადაწყვეტილებით ეთიკის საბჭოში კვოტები განისაზღვრა.

2 წევრი - „ქართული ოცნება“;

2 წევრი - დამოუკიდებელი დეპუტატი;

ამავე სხდომაზე დაამტკიცეს უმაღლესი საჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც უმაღლსი საბჭოს რეგლამენტში განხორციელებული ცვლილების თანხმად, ერთ-ერთი ვალდებულებაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.