კიბერდანაშაულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კანონმდებლობა მკაცრდება

კიბერდანაშაულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კანონმდებლობა მკაცრდება. “სისხლი სამართლის კოდექსს“ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული მონაცემის, კომპიუტერული სისტემის ხელყოფაზე და ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემის შექმნაზე ახალი მუხლები ემატება.

კანონპროექტი შს სამინისტრომ მოამზადა და როგორც უწყება განმარტავს, აღნიშნული მუხლები უზრუნველყოფენ კანონმდებლობაში ისეთი დანაშაულების სრულყოფილად ასახვას, როგორიცაა კომპიუტერთან დაკავშირებული თაღლითობა და კომპიუტერთან დაკავშირებული გაყალბება.

მუხლი, კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, დასჯად ქმედებად აცხადებს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას, კომპიუტერული მონაცემის უნებართვო ჩასმას, შეცვლას, წაშლას, დაფარვას ან/და კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში ნებისმიერი სახის უკანონო ჩარევას თავისთვის ან სხვისთვის ქონებრივი უფლების მოპოვების ან ნებისმიერი სახის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, რამაც სხვა პირისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება გამოიწვია. მნიშვნელოვან ზიანად ითვლება 150 ლარის ზევით მიყენებული ზიანი, ხოლო დიდ ოდენობად - 10 000 ლარის ზევით მიყენებული ზიანი.

კანონპროექტის მიხედვით, ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემის შექმნა გულისხმობს კომპიუტერული მონაცემების უნებართვო ჩასმით, შეცვლით, წაშლით ან დაფარვით ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემების მიღებას, მის ნამდვილ/უტყუარ მონაცემად გასაღების ან/და გამოყენების მიზნით, ან მის გასაღებას და გამოყენებას. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 3-წლამდე, ხოლო ჩადენილი არაერთგზის ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთით ვადოთ 3-დან 6-წლამდე.

“სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია