გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის დროს გარდაცვლილი 8 თვის ბავშვის მამას პატიმრობა შეეფარდა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე დაკავებულ 36 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ზურაბ შავლიაშვილს სახელმწიფო ბრალდება ოჯახში ძალადობას და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.

პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც, თუმცა მას სიტყვის თქმის უფლებით არ უსარგებლია. დაცვის მხარე აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა, მოსამართლემ ამ შემთხვევაში პროკურორის არგუმენტები სარწმუნოდ მიიჩნია და ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გურჯაანში, ვაჩნაძის ქუჩაზე მამაკაცმა ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 8 თვის შვილი კი, რომელიც ამ დროს დედას ხელში ეკავა, გონების დაკარგვის შემდეგ გარდაიცვალა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს