მიანმარში საპროტესტო აქციების კიდევ 7 მონაწილე დაიღუპა

მიანმარში სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ დღეს გამართული საპროტესტო აქციების დროს კიდევ 7 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აქციის მონაწილეები უსაფრთხოების ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, 6 ადამიანი ქალაქ მაინგში, 1 კი ქვეყნის უდიდეს ქალაქ იანგონში დაიღუპა. დღეს დაღუპული ადამიანების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე „პოლიტპატიმრების დახმარების ასოციაციამ“ განაცხადა, რომ მიანმარში 1-ელი თებერვლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებისას 60-ზე მეტი მომიტინგე დაღუპა. ამასთან, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში უსაფრთხოების ძალებმა 2 000-მდე ადამიანი დააკავეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება