„ახალგაზრდობის სააგენტოს” მიერ „გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის“ შესარჩევად გამოცხადებული ღია კონკურსი საჯარო გამოსვლის ეტაპით დასრულდა

"ახალგაზრდობის სააგენტოს” მიერ „გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის“ შესარჩევად გამოცხადებული ღია კონკურსი საჯარო გამოსვლის ეტაპით დასრულდა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ახალგაზრდობის სააგენტოდან” აცნობეს.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ პროექტი წელს, გაეროს საქართველოს ოფისთან პარტნიორობით ხორციელდება. მათივე ცნობით, ფინალურ ეტაპზე ჟიურის წინაშე ექვსი კანდიდატი წარსდგა.

„ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელის რეზო ჩარკვიანის გარდა, კომისიის წევრები იყვნენ: გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი; საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს მრჩეველი სანდრო ინაშვილი; სახალხო დამცველის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ნინო ბერიშვილი; გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის 2019-2020 წ. წარმომადგენელი ესმა გუმბერიძე; სააგენტოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე ზიბზიბაძე.

„ახალგაზრდობის სააგენტო“ მადლობას უხდის ჟიურის წევრებსა და კონკურსში მონაწილე აპლიკანტებს.

საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში სულ მალე გახდება ცნობილი და ამის შესახებ სააგენტოს ოფიციალურ facebook გვერდზე განთავსება ინფორმაცია.

პროექტის მიზანია ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდობის ხმის გაჟღერება გაეროში, ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და გაეროში მიმდინარე სხვა საერთაშორისო პროცესების შესახებ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა