რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს თბილისის საერთაშორისო სკოლის უმცროსკლასელები და პედაგოგები ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის ფონდი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ისტორიკოსმა ჯაბა სამუშიამ მათ ფონდის იმ კონკურსების შესახებ გააცნო ინფორმაცია რომელთა მიზანი მოსწავლეებს შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიებისადმი ინტერესის გაღვივებაა.

ჯაბა სამუშია სტუმრებს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან თარიღებზე, მოვლენებზე, ქართველი მეფეების ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ესაუბრა, ასევე უპასუხა დაინტერესებული მოსწავლეების მრავალრიცხოვან კითხვებს.

შეხვედრის დასასრულს ფონდის გენერალურმა დირექტორმა სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება