კახა კახიშვილი - ნებისმიერი მოლაპარაკება ითვალისწინებს იმას, რომ კონსენსუსით შედეგს მიაღწიო და მოგიწევს, რაღაც დათმო

ნებისმიერი მოლაპარაკება ითვალისწინებს იმას, რომ კონსენსუსით შედეგს მიაღწიო და მოგიწევს, რომ რაღაც დათმო,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არის საკითხები, რაც შეიძლება დათმოს ერთმა ან მეორე მხარემ. თუმცა, რა იქნება "ქართული ოცნების" მხრიდან დათმობა, ამაზე კახიშვილი არ საუბრობს, რადგან როგორც თვითონ აცხადებს, ის უშუალოდ მოლაპარაკებებში ჩართული არ არის და დეტალები არ იცის.

„ნებისმიერი მოლაპარაკებისას, მხარეები მოლაპარაკებაზე მისვლამდე ფიქრობენ, რომ ამ პროცესიდან მაქსიმალური წამოიღონ საკუთარ მხარეს, მაგრამ ამავდროულად, ნებისმიერი მოლაპარაკება ითვალისწინებს იმას და ეს დიპლომატიისთვის ჩვეულებრივი ამბავია, რომ კონსენსუსით შედეგს მიაღწიო და მოგიწევს, რომ რაღაც დათმო. შესაბამისად, თუ მოლაპარაკება ნამდვილად უნდათ, არის ისეთი საკითხები, ან ერთი და ან მეორე მხრიდან იყოს დათმობილი. ევროკავშირის წარმომადგენელმა თავის თავზე მედიაციის ფუნქცია იმიტომ აიღო, რომ ნახა, ეს მოლაპარაკებები ფიზიკურად ვერ ხერხდება და ამით ყველა დაიღალა. ეს ადამიანი ჩამოვიდა და თქვა, თუ თქვენ ერთმანეთს ვერ უგებთ, მე მაინც გაგაგებინებთ. რა სამწუხარო მოვლენაა, რომ ჩვენ საქართველოში ერთმანეთს ვერ ვუჯდებით, თუ სხვა ვიღაც არ გვეტყვის, მოდით, დასხედითო,"-განაცხადა კახიშვილმა.

მისი თქმით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და რაც უფრო მალე შედგება და შედეგიანად დასრულდება, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის.

„საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლობა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, არა "ქართული ოცნებისა" და თავად ოპოზიციისთვის, ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი, რადგან აქ ისეთი საკითხები განიხილება, რომელიც კრიტიკულ აზრს საჭიროებს. შეიძლება, გუნდს რაღაც საკითხზე ერთიანი მსჯელობა ჰქონდეს და ფიქრობდნენ, რომ ყველა რისკი დააზღვიეს, მაგრამ ამავდროულად ამას კრიტიკულად რომ არავინ უყურებს, არ აფასებს და არ სთავაზობს სხვადასხვა წინადადებას, შესაძლებელია, შეცდომაში შეხვიდე შენ თვითონ,"- განაცხადა კახიშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს