ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ექიმებს შეხვდნენ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბულატორიების ექიმებს შეხვდნენ. მედიკოსებს 2021 წლის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები გააცნეს.
შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ანანიძე, პარლამენტის წევრი ზაალ მიქელაძე და ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე ესწრებოდნენ, ყურადღება გამახვილდა ახალ პროგრამებზე, რომელთა შორის მოქალაქეების მედიკამენტების შესაძენი ვაუჩერებით უზრუნველყოფის, კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული და სხვა მნიშვნელოვანი პროგრამებია.

























