რუსთავში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია ერთი ოჯახის ორმა წევრმა მიიღო

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მე-15 მიკრო რაიონში მოხდა. ინტოქსიკაციის მიზეზი, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის წყლის გამათბობელიდან საცხოვრებელ ბინაში co-ს გაჟონვა გახდა.

მეზობლების ინფორმაციით, 64 წლამდე ასაკის ქალმა გონება აბაზანაში დაკარგა, ასევე შეუძლოდ გახდა მისი 23 წლის შვილიშვილი, რომელმაც 112-ში დარეკვა მოასწრო.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, "სოკარ-ჯორჯია გაზის" წარმომადგენლები.

ბებია და შვილიშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა ,,რუსთავში" გადაიყვანა, ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს