„Tbilisi Medic” სამედიცინო სფეროს მხარდაჭერას განაგრძობს

„Tbilisi Medic” სამედიცინო სფეროს მხარდაჭერას განაგრძობს

"თბილისი მედიკისთვის" ქართული სამედიცინო სფეროს მხარდაჭერა და განვითარება მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კომპანია სიახლეებთან სწრაფად ადაპტირებულია და მუდმივად მუშაობს პარტნიორთა წრისა და ექსკლუზიური ბრენდების ასორტიმენტის გამდიდრებაზე.

მიუხედავად რთული და დატვირთული წლისა, Tbilisi Medic საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ახალი თანამშრომლობების წამოწყებას განაგრძობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი “თბილისი მედიკმა” მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოში ისრაელის საელჩოს დაფინანსებით განახორციელა.

პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და საქართველოში ისრაელის საელჩომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს საველე კარავი გადასცა. მრავალფუნქციური კარავი გათბობა-გაგრილების და განათების სისტემითაა უზრუნველყოფილი. კარავში სხვადასხვა სახის საველე სამედიცინო პირობებში გადაუდებელი სამედიცინო პუნქტის მოწყობა და ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის მომსახურება იქნება შესაძლებელი.

აღნიშნული საჩუქარი მნიშვნელოვანია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში. საველე კარავში შესაძლებელი იქნება, როგორც კოვიდ ინფექციური საეჭვო პაციენტებისთვის ტესტირების მიზნით ნაცხით აღება-მოდიფიკაცია, ასევე, კოვიდ საეჭვო პაციენტების იზოლირებული მართვა.

კომპანია სამედიცინო სფეროს განვითარებაზე მუშაობას მომავალში აქტიურად გააგრძელებს და მნიშვნელოვან პარტნიორებთან ერთად უფრო მეტი საინტერესო პროექტი განხორციელდება.

(R)