სილქნეტი მომხმარებლებს საიუბილეო დღეებში სილქფესტის 4 აქციას სთავაზობს

სილქნეტი საიუბილეოდ სილქფესტის დღეებს ახანგრძლივებს და 12 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით 4 საუკეთესო პაკეტს შესთავაზებს მობილური ქსელის მომხმარებელს.

• 3GB + 500 ლოკალური წუთი 30 დღით - 10 ლარად - კომბინაციით *202#

• 15GB უსწრაფესი ინტერნეტი 30 დღით - 10 ლარად - კომბინაციით *202#

• ულიმიტო ინტერნეტი 30 დღით - 19 ლარად - კომბინაციით *019#

• პაკეტი „მეტი უსასრულო+“ 35 ლარის ნაცვლად მხოლოდ 19 ლარად, 30 დღით, კოდით *010# შემდეგი პირობით: უსასრულო ადგილობრივი ზარები*; 7 GB ინტერნეტი; უსასრულო SMS.

პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად - ერთად და ცალ-ცალკე.

აქცია ხელმისაწვდომია ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის. ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.

აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.

პაკეტებში შემავალი მეგაბაიტების ამოწურვისას, პაკეტის ვადის განმავლობაში ინტერნეტით სარგებლობის ტარიფი შეადგენს - 1 MB - 15 თეთრი (პაკეტი „მეტი უსასრულო+“-ის შემთხვევაში 1 თეთრი).

*წუთები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე.

კომპანია სილქნეტი 11 წელია ოპერირებს ბაზარზე და სთავაზობს ბიზნესსა და ცალკეულ მომხმარებელს სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო სერვისს: მობილურ მომსახურებას, ფიქსირებულ ინტერნეტს, მაუწყებლობის ტრანზიტს და ფიქსირებულ ტელეფონს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა