გია ვოლსკი 6-პუნქტიან ჩარჩო დოკუმენტზე - ამას ვერც გეგმას დავარქმევთ და ვერც ევროკავშირის ან ევროპული სტრუქტურების მხარდაჭერილ დოკუმენტს

ამას ვერც გეგმას დავარქმევთ და ვერც ევროკავშირის ან ევროპული სტრუქტურების მხარდაჭერილ დოკუმენტს, ვინაიდან დოკუმენტები ისე მრავლად გამოქვეყნდა, რომ ძილის საშუალებას არ აძლევს ოპოზიციას,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან 6-პუნქტიანი დოკუმენტის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დოკუმენტში ოპოზიციის მოთხოვნებია თავმოყრილი.

„6-პუნქტიანი მოთხოვნა არ წარმოადგენს გეგმას, ეს არის იმ პრობლემების ჩამონათვალი, რომელიც ოპოზიციამ გააკეთა. ამასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, გაგრძელდება საუბარი, მაგრამ ამას ვერც გეგმას დავარქმევთ და ვერც ევროკავშირის ან ევროპული სტრუქტურების მხარდაჭერილ დოკუმენტს, ვინაიდან დოკუმენტები ისე მრავლად გამოქვეყნდა, რომ ძილის საშუალებას არ აძლევს ოპოზიციის ლიდერშიპს, აქედან გამომდინარე, იგონებენ, რომ არსებობს გეგმა,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, მიუხედავად მისი სკეპტიკური განწყობისა, მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებებს პოზიტიური განვითარება ექნება.

"ყოველთვის სკეპტიკური ვიყავი იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე პოზიტიური და კონსტრუქციული იდეები გააჩნია “ნაციონალურ მოძრაობას”. ფაქტია, რომ სიტუაციას ის განაგებს, თუმცა მმართველ გუნდში მაინც გამოთქვამენ იმედს, რომ პოზიტივი იქნება, ვინაიდან ძალიან დიდია ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული, ეს განვითარებისთვისაც არის მნიშვნელოვანი და რეგიონალური უსაფრთხოებისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. მგონია, რომ საერთაშორისო პოზიციები თავის საქმეს შეასრულებს. მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებები შედეგით დასრულდეს და მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან ისხდნენ. ბულინგი და შეტევა ინტენსიურად მიმდინარეობს, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, მაგრამ დღეს გაცილებით უფრო მეტი ფასის მნიშვნელობის საკითხი დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, ვიდრე ეს ცალკეული გამოხტომების ფასია,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა