ხათუნა სამნიძე - შეთანხმება არ ნიშნავს, რომ რომელიმე მხარე იმარჯვებს ამ პროცესში, იმარჯვებს ჩვენი ქვეყანა

შეთანხმება არ ნიშნავს, რომ რომელიმე მხარე იმარჯვებს ამ პროცესში, იმარჯვებს ჩვენი ქვეყანა. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი და, რა თქმა უნდა, შეთანხმება ნიშნავს, რომ მხარეებს მოგვიწევს კონკრეტული კომპრომისული ნაბიჯების გადადგმა, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა სამნიძემ მედიატორ კრისტიან დანიელსონთან ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია პირველი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ნდობა აღდგეს. სამნიძის შეფასებით, დღეს ნდობის თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რადგან ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთთან საუბარს ვერ ახერხებს და მედიაციის პროცესი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში არის ევროკავშირის დაინტერესება, რომ ამ ქვეყანაში ასეთი ღრმა პოლიტიკური კრიზისი გადაილახოს და ამ თვალსაზრისით დღევანდელი შეხვედრა, ისევე, როგორც მომდევნო შეხვედრები, ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ვიცით, კრისტიან დანიელსონს აქვს ინტენსიური შეხვედრები არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებთან, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ის არის ძალიან ჩახედული აქ მიმდინარე პროცესებში და მეტი ინფორმაციის მიღება უნდა სხვადასხვა აქტორისგან იმისთვის, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ. ეს არ არის ადვილი პროცესი. შეთანხმება არ ნიშნავს, რომ რომელიმე მხარე იმარჯვებს ამ პროცესში, იმარჯვებს ჩვენი ქვეყანა. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი და რა თქმა უნდა, შეთანხმება ნიშნავს, რომ მხარეებს მოგვიწევს კონკრეტული კომპრომისული ნაბიჯების გადადგმა. რა შეიძლება იყოს ეს, ძალიან ნაადრევია ამაზე ლაპარაკი. დღევანდელი შეხვედრა არის ისევ და ისევ ინფორმაციების გაცვლა. ეს არ არის საერთო შეხვედრა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ეს არის მედიატორსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა. დღეს მე შეხვედრას ჩემს პარტნიორებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობისგან“ ვესწრები, სადაც გზავნილები იქნება იგივე - ეს არის 6 პუნქტის ფარგლებში, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტშია ჩამოთვლილი და ჩვენ ვისაუბრებთ ყველა ამ პუნქტის თაობაზე და იმაზე, თუ რა არის პირველი ნაბიჯები გადასადგმელი იმისთვის, რომ ნდობა აღდგეს ჩვენს შორის. დღეს ნდობის თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ჩვენ ერთმანეთს ვერ ვესაუბრებით, ხელისუფლება და ოპოზიცია და მედიაციის პროცესი გახდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ საერთოდ შევძლოთ ლაპარაკი ამ პუნქტებზე.

ჩემი აზრით, ნიკა მელიას გამოშვება გარდაუვალია, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ შევძლებთ გაიხსნას სივრცე იმისთვის, რომ ყველა საკითხზე სიღრმისეულად ვილაპარაკოთ,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ხათუნა სამნიძე - შეთანხმება არ ნიშნავს, რომ რომელიმე მხარე იმარჯვებს ამ პროცესში, იმარჯვებს ჩვენი ქვეყანა

შეთანხმება არ ნიშნავს, რომ რომელიმე მხარე იმარჯვებს ამ პროცესში, იმარჯვებს ჩვენი ქვეყანა. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი და, რა თქმა უნდა, შეთანხმება ნიშნავს, რომ მხარეებს მოგვიწევს კონკრეტული კომპრომისული ნაბიჯების გადადგმა, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა სამნიძემ მედიატორ კრისტიან დანიელსონთან ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია პირველი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ნდობა აღდგეს. სამნიძის შეფასებით, დღეს ნდობის თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რადგან ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთთან საუბარს ვერ ახერხებს და მედიაციის პროცესი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში არის ევროკავშირის დაინტერესება, რომ ამ ქვეყანაში ასეთი ღრმა პოლიტიკური კრიზისი გადაილახოს და ამ თვალსაზრისით დღევანდელი შეხვედრა, ისევე, როგორც მომდევნო შეხვედრები, ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ვიცით, კრისტიან დანიელსონს აქვს ინტენსიური შეხვედრები არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებთან, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ის არის ძალიან ჩახედული აქ მიმდინარე პროცესებში და მეტი ინფორმაციის მიღება უნდა სხვადასხვა აქტორისგან იმისთვის, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ. ეს არ არის ადვილი პროცესი. შეთანხმება არ ნიშნავს, რომ რომელიმე მხარე იმარჯვებს ამ პროცესში, იმარჯვებს ჩვენი ქვეყანა. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი და რა თქმა უნდა, შეთანხმება ნიშნავს, რომ მხარეებს მოგვიწევს კონკრეტული კომპრომისული ნაბიჯების გადადგმა. რა შეიძლება იყოს ეს, ძალიან ნაადრევია ამაზე ლაპარაკი. დღევანდელი შეხვედრა არის ისევ და ისევ ინფორმაციების გაცვლა. ეს არ არის საერთო შეხვედრა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ეს არის მედიატორსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა. დღეს მე შეხვედრას ჩემს პარტნიორებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობისგან“ ვესწრები, სადაც გზავნილები იქნება იგივე - ეს არის 6 პუნქტის ფარგლებში, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტშია ჩამოთვლილი და ჩვენ ვისაუბრებთ ყველა ამ პუნქტის თაობაზე და იმაზე, თუ რა არის პირველი ნაბიჯები გადასადგმელი იმისთვის, რომ ნდობა აღდგეს ჩვენს შორის. დღეს ნდობის თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ჩვენ ერთმანეთს ვერ ვესაუბრებით, ხელისუფლება და ოპოზიცია და მედიაციის პროცესი გახდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ საერთოდ შევძლოთ ლაპარაკი ამ პუნქტებზე.

ჩემი აზრით, ნიკა მელიას გამოშვება გარდაუვალია, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ შევძლებთ გაიხსნას სივრცე იმისთვის, რომ ყველა საკითხზე სიღრმისეულად ვილაპარაკოთ,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია