რუსთავის მუნიციპალიტეტს სპეციალური ჯილდო  პროექტისთვის - "რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების "ჩატ ბოტის - სი ბოტის“ შექმნა და ექსპლუატაცია“ გადაეცა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) მესამე ეროვნულ კონფერენციაზე, რუსთავის მუნიციპალიტეტს სპეციალური ჯილდო პროექტისათვის - "რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ,,ჩატ ბოტის - სი ბოტის“ შექმნა და ექსპლუატაცია“ გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, კონფერენციას და დაჯილდოების ცერემონიალს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა დაესწრო.

რუსთავის მერმა პროექტის განხორციელებაში გაწეული დახმარებისთვის, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა.

„სი ბოტი არის როგორც საქართველოში, ასევე პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი ჩატბოტი, რომელმაც მუნიციპალიტეტის მოხელის ფუნქცია მოირგო და 24 საათის განმავლობაში 2 წამზე ნაკლებ დროში პასუხობს მოქალაქეების ნებისმიერ შეკითხვას, რომელიც დაკავშირებულია მუნიციპალურ სერვისებთან. სი ბოტი არის კლასიკური კარგი მაგალითი, მუნიციპალიტეტის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის. მადლობას ვუხდი რუსთავის ინოვაციების ჰაბს და UNDP-ის მსგავსი ტიპის პრაქტიკული და ინოვაციური პრაქტიკის დანერგვისთვის“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

„საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) მესამე ეროვნულ კონფერენციაზე, 2019-2020 წლების კონკურსში გამარჯვებული 10 მუნიციპალიტეტი: რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, ფოთი, თელავი, სენაკი, ქუთაისი, წყალტუბოს, ოზურგეთი დააჯილდოეს. მუნიციპალიტეტების მერებს სპეციალური ჯილდოები და სიგელები ათეა-ს და პროექტის - N4ED დირექტორმა - დავით მელუამ და საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის წამყვანმა ექსპერტმა - ნინო ზურაბიშვილმა გადასცეს.

კონფერენციას მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ნინო ქავთარაძემ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს