ხათუნა სამნიძე - პარლამენტში არავინ შედის კონკრეტული შეთანხმების გარეშე

პარლამენტში არავინ შედის კონკრეტული შეთანხმების გარეშე, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, ხელისუფლება აცნობიერებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, თუმცა სამნიძის თქმით, იმისთვის, რომ არსებული პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდეს, მათ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ექვსივე პუნქტი უნდა შეასრულონ.

„ჩვენ ერთმანეთს წინაპირობებით არ ველაპარაკებით, ეს არის შეთანხმება. შემოდით პარლამენტში და მერე ასე ვიზამთ, ეს არის წინაპირობებით ლაპარაკი. მგონი დროა და უკვე ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ პოლიტიკური კრიზისია, ეს აღიარა. პარლამენტში არავინ შედის კონკრეტული შეთანხმების გარეშე. შეთანხმების პუნქტი არის 6. ყველა მათგანზე უნდა შევთანხმდეთ იმისთვის, რომ ოპოზიციამ პარლამენტში მუშაობა გააგრძელოს. სწორედ ეს არის ამ შეხვედრების მთავარი მიზანი-შეთანხმება იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა პარლამენტში ერთად მუშაობა შეძლონ“,-განაცხადა სამნიძემ.

მისი განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებაა.

„ჩვენ ვართ არანორმალურ ვითარებაში, როდესაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი დაკავებულია, ცხადია, ეს საკითხი დგას იმ ჩამონათვალში, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა მოამზადა და რომელიც არის იმ 6 პუნქტში“,-განაცხადა სამნიძემ.

მისი თქმით, პირველ რიგში, ხელისუფლებამ პოლიტიკური მართლმსაჯულება უნდა შეწყვიტოს, რაც მხარეებს შორის ნდობას აღადგენს.

ხათუნა სამნიძე იმედოვნებს, რომ მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება.

„იმედი მაქვს, ეს შეხვედრები მიიყვანს ხელისუფლებას იქამდე, რომ შეიქმნება სივრცე, რომელიც შეძლებს, იმის უზრუნველყოფას, რომ შეთანხმებამდე მივიდეთ“, - განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსა და გაერთიანებული ოპოზიციის კოალიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა