თელავის მუნიციპალიტეტში ავარიის დროს სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტში ავარიის დროს სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტში ავარიის დროს სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა. სოფელ ფშაველში ავტომობილი ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა, შედეგად დაშავდა ორი მგზავრი და მძღოლი. შედარებით მძიმეა მძღოლის მდგომარეობა.

დაშავებულები თელავის სავადმყოფოში მკურნალობენ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.