ზურაბ ჯაფარიძე - კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, როგორ ხედავს გამოსავალს ოპოზიცია

„გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, როგორ ხედავს გამოსავალს ოპოზიცია.

ამასთან, როგორც შეხვედრის შემდეგ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რა პოზიცია ექნება მმართველ გუნდს, საუბარი შეუძლებელია.

„შეუძლებელია საუბარი იმაზე, „ქართული ოცნება“ რა პოზიციებზე იქნება. ამის განჭვრეტაც შეუძლებელი იყო. დღეს საუბარი იყო მხოლოდ ჩვენს ხედვებზე, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან. საქმის კურსში არიან ჩვენს ხედვებზე, მათ შორის ბატონი დანიელსონიც, ამიტომ არ დაგვჭირდა, რომ ხელახლა მოგვეყოლა და აგვეხსნა, რა ხდება ქვეყანაში. ყველაფერი კარგად ესმით, ურალოდ აინტერესებთ, როგორ ვხედავთ გამოსავალს და ამაზე გავცვალეთ აზრები“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, მოლაპარაკების პროცესში მისთვის სამი პრინციული საკითხი არსებობს, ხოლო როგორ მივა ქვეყანა ვადამდელ არჩევნებამდე, ეს შესაძლოა დისკუსიის საგანი იყოს.

„ჩემთვის სამი პრინციპული საკითხია. პოლიტპატიმრები ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს. ასევე ის, რომ ასეთი მასშტაბის პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ხელახლი არჩევნებია. ჩემთვის ასევე პრინციპულია, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში დავამთავროთ პოლარიზაცა და ერთპარტიული მმართველობა, რასაც ხელს უწყობს არსებული საარჩევნო სისტემა. უნდა გადავიდეთ პროპორციულ არჩევნებზე და ბუნებრივ ბარიერზე. როგორ მივალთ ხელახლა არჩევნებზე, ეს შეიძლება იყოს დისკუსიის საგანი და მათ შორის ერთ-ერთი კომპრომისული ვერსია არის პლებისციტის ჩატარება“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა