რუსთავის წყალმომარაგების სფეროში არსებულ პრობლემებზე შეხვედრა გაიმართა

რუსთავის წყალმომარაგების სფეროში, ბოლო პერიოდში შექმნილ პრობლემებს და მოსახლეობის მიერ სოციალური ქსელის საშუალებით გამოთქმულ უკმაყოფილებას, რუსთავის მუნიციპალიტეტში ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის”(GWP) წარმომადგენლებთან სპეციალური შეხვედრით გამოეხმაურნენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრას, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ნინო ლაცაბიძე, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის,, (GWP) გენერალური დირექტორი ირაკლი ბაბუხადია და ,,რუსთავის წყალის“ სერვის ცენტრის ხელმძღვანელი თეიმურაზ ჯანელიძე დაესწრნენ.

როგორც ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის“ წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, წყლის მიწოდების შეწყვეტა გასული კვირის განმავლობაში, წყალმომარაგების ქსელზე მომხდარმა დაზიანებამ და შესაბამისმა სარემონტო სამუშაოებმა განაპირობა. შეხვედრაზე, წყლის ხარისხის მონიტორინგზეც ისაუბრეს. ქალაქის მერის და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, წყლის ხარისხის მონიტორინგი მათი უშუალო ჩართულობითაც მოხდება.

“ბოლო რამდენიმე კვირაა, რუსთავში სასმელი წყლის გათიშვა რამდენჯერმე მოხდა, რის გამოც, მოსახლეობის მხრიდან იყო უკმაყოფილება. მათ შორის მეც მომმართავდნენ როგორც მაჟორიტარს. ჩვენ რუსთავის მერთან ერთად შევხვდით კომპანიის ხელმძღვანელებს და უშუალოდ მათგან მოვისმინეთ, თუ რა პრობლემებთან გვაქვს საქმე, ექნება თუ არა მსგავს შეფერხებებს მომალშიც ადგილი და რა უნდა გაკეთდეს, რომ მუნიციპალიტეტის ჩართულობით, ეს პრობლემა მოგვარდეს. ჩვენ მივიღეთ საკმაოდ შთამბეჭდავი ინფორმაცია იმაზე, თუ რამდენად შემცირდა ავარიული დაზიანებები წყალმომარაგების ქსელზე, ბოლო წლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად. რა თქმა უნდა, რჩება პრობლემები და მათი მხრიდან არის დაპირება, რომ ცენტრალურ წყალსადენზე, სადაც ბოლო პერიოდში ხშირად ხდებოდა დაზიანება, დაიწყება საპროექტო სამუშაოები. როგორც მაჟორიტარს მქონდა კითხვები წყლის ხარისხთან დაკავშირებითაც. სულ მალე ვაპირებთ გასვლით შეხვედრას და ადგილზე ნახვას, რა ხარისხის წყალი მოიწოდება რუსთავს“,- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, საკმაოდ კონსტრუქციული დიალოგი შედგა ,,რუსთავის წყლის“ ხელმძღვანელობასთან.

„რუსთავი მზარდი ქალაქია, აქედან გამომდინარე, დამატებითი მოთხოვნებია გაჩენილი. გარდა ძველი ქსელის რეაბილიტაციისა, დაახლოებით ორმოცდაათ კილომეტრზე ახალი ქსელის დაერთებები განახორციელა კომპანიამ ქალქში. წყლის მოხმარება გაზრდილია და ამ გამოწვევებიდან გამომდინარე, ტარდება დამატებითი სამუშაოებიც. მოხდა სამწლიან გეგმაში ცვლილებების შეტანა, რომ მომავალში პრობლემები აღარ შეიქმნას. რაც შეეხება იმ ლოკალურ უბნებს, სადაც ხშირია ავარიები, წარმოდგენილი იქნება გეგმა და შემუშავდება პროექტი, რომელიც გაითვალისწინებს ალტერნატივას, რომ წყალმომარაგების 24 საათიანი შეზღუდვა აღარ მოხდეს ქალაქში“, - განაცხადა ირაკლი ტაბღუამ.

როგორც „რუსთავის წყალის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, ქალაქს მაღალი ხარისხის წყალი მიეწოდება, რომლის მონიტორინგიც ISO სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიით სისტემატიურად ხორციელდება. მომდევნო სამი წლის განმავლობაში კი კომპანია 10 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს ქალაქში.

„ჩვენ, 24 საათში ყოველწუთიერ მონიტორინგს ვაკეთებთ ქალაქში წყლის ხარისხის, გამანაწილებელ ქსელზე 64 წერტილში და ასევე სათავე ნაგებობაზე. 2017-2020 წლებში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა, ქსელის 15% შეიცვალა და განახლდა, რითაც გამესამედდა ავარიების რაოდენობა. რაც შეეხება, ორი კვირის განმავლობაში მომხდარ ორ დაზიანებას, გამოწვეული იყო მეწყრული გრუნტის ჩამოწევით და შესაბამისად ამან მილიც ჩაიყოლა. კომპანია მაქსიმალურად სწრაფად მუშაობდა, მაგრამ ქსელის დაცლას, შემდგომ მის შევსებას და რეაბილიტაციას, საკმაო დრო ჭირდება და ამან განაპირობა ზედიზედ ორი გათიშვა. ჩვენ გვინდა მაქსიმალური ყურადღება მივაქციოთ იმ მონაკვეთების რეაბილიტაციას, სადაც შეიძლება მილი არ იყოს დაზიანებული, მაგრამ ისევ და ისევ მეწყრული ზონის გამო იყოს მომატებული საფრთხის რისკი და დამატებითი გამაგრებითი სამუშაოების წარმოებაა საჭირო. დიდი მადლობა მერს და მაჟორიტარ დეპუტატს, მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას, რომ მაქსიმალურად ერთობლივად დავგეგმოთ ქსელების რეაბილიტაცია. უნდა მოხდეს ქალაქის ინტერესების გათვალისწინება, როგორც საგზაო თვალსაზრისით, ისე მუდმივი, სტაბილური წყალმომარაგების თვალსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი ბაბუხადიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა