ბათუმის ბულვარში  ლოზუნგებით - "არ დავთმობთ ბულვარს", "შეაჩერე ამბასადორი" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

"არ დავთმობთ ბულვარს", "შეაჩერე ამბასადორი", - ამ ლოზუნგით ბათუმის ბულვარში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ამბასადორის მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ზონაში 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა დაუშვებელია.

ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ გადაწყვეტილება შეცვალოს და მშენებლობა შეაჩეროს. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები გაშალეს და განაცხადეს, რომ მუდმივ რეჟიმში გააპროტესტებენ ბათუმის ბულვარის ისტორიულ ნაწილში მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას.

"მოვუწოდებთ ხელმძღვანელ პირებს ეს გადაწყვეტილება შეცვალონ და ბათუმის ბულვარის ამ ნაწილს პირვანდელი სახე დაუბრუნონ. დაუშვებელია კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა. ჩვენ არ დავიშლებით და მოვუწოდებთ შეწყვიტონ მშენებლობა",- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა