აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ რეგიონისთვის განსაზღვრული 4000-მდე "ასტრაზენეკას" ვაქცინა მიიღო. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, იმუნიზაციის პროცესი მაღალ რისკჯგუფებში ორშაბათს დაიწყება.
მისი ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის სამედიცინო პერსონალი გადამზადდა და ცხრა პუნქტში მოხდება აცრა.
"რეგიონისთვის გასაზღვრული დოზა - 4000 მდე ვაქცინა მივიღეთ. რეგიონი სრულ მზადყოფნაშია, მობილიზებულია ცხრა ამცრელი დაწესებულება, მათ შორის ოთხი არის ბათუმში, ხოლო ხუთი - აჭარის მუნიციპალიტეტებში. ამცრელი ჯგუფები დაკომპლექტებულია და მათ რამდენიმე ტრენინგი გაიარეს. პირველ ეტაპზე მოვიცავთ მაღალ რისკჯგუფებს - ეს არის ძირითადად კოვიდსამედიცინო დაწესებულებებში, ემერჯენსებსა და რეანიმაციაში დასაქმებული პერსონალი. რეგისტრაცია დაწყებულია და აქტივობაც მაღალია", - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.