ბესარიონ სიმონიშვილი გურიის რეგიონში მცხოვრებ დევნილებსა და ეკომიგრანტებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით გრანტებს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფიშვილთან ერთად, გურიის რეგიონში მცხოვრებ დევნილებსა და ეკომიგრანტებს შეხვდა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ამასთან, საგრანტო პროგრამა დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240 კვ.მ ზომის სათბურის მოწყობას ითვალისწინებს. „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის“ მთავარ მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების შემოსავლის ზრდა წარმოადგენს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა