ბესარიონ სიმონიშვილმა გურიაში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის გადაცემული სახლები მოინახულა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფიშვილთან ერთად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის გადაცემული სახლები მოინახულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა სააგენტოდან აცნობეს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულმა ოჯახებმა საცხოვრებლები საკუთარი სურვილის შესაბამისად შეარჩიეს.

მათივე ცნობით, სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც ეკომიგრანტებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სააგენტო მიმდინარე წლის ბოლომდე უსაფრთხო გარემოში, კიდევ 200-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს განასახლებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა