შრომის ინსპექციამ გუდაურსა და ბაკურიანში 9-13 მარტის პერიოდში 186 ობიექტი შეამოწმა, მათგან 146-ზე ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება გაიცა

ბაკურიანსა და გუდაურში არსებულ ვითარებაზე მონიტორინგს შრომის ინსპექტორთა ჯგუფები შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის, დამსვენებელთა შორის სოციალური დისტანციის, ნაკადების კონტროლის დაცვისა და ერთ სივრცეში მაღალი კონცენტრაციის პრევენციის მიზნით, ბადეების საშუალებით მიმდინარეობს სპეციალური დერეფნების მოწყობა.

„პარალელურად, გრძელდება ინსპექტორთა ჯგუფების ჩართულობით ობიექტების მხრიდან დადგენილი რეკომენდაციების დაცვაზე კონტროლი. ასევე, ინსპექტორები ზედამხედველობას უწევენ ობიექტების შესასვლელებს.

9-13 მარტის პერიოდში შრომის ინსპექციამ გუდაურსა და ბაკურიანში სულ 186 ობიექტი შეამოწმა. პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, მათგან 146-ზე გაიცა ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება, 18 პროტოკოლის დაცვაზე კითხვარის საშუალებით შემოწმდა. 22 ობიექტის გადამოწმებისას კი დადგინდა, რომ წესების დაცვით ოპერირებდნენ.

შრომის ინსპექციის სამსახური საკურორტო ზონებში განთავსებული ობიექტების ხელმძღვანელებსა და მოქალაქეებს მიმართავს. უწყება მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა