„ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან მანგანეზი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" სიუჟეტში მოყვანილი მასალა არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, - ამის შესახებ განცხადებას „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, „ჯორჯიან მანგანეზი" მკაცრად გმობს მედიის მხრიდან მსგავსი მავნებლური, არაპროფესიონალური და მცდარი ინფორმაციის ტირაჟირებას.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "მთავარი არხის" მიერ მომზადებულ სიუჟეტს, სადაც საუბარია, თითქოს „ჯორჯიან მანგანეზმა“, კომპანიაში სპეციალური სახელმწიფო მმართველის დანიშვნის შემდეგ, თავისი საქმიანობით ჭიათურას გამოუსწორებელი გარემოსდაცვითი ზიანი მიაყენა და მადნის მოპოვებით სამუშაოებს დღესაც ნორმების დაცვის უგულველყოფით ახორციელებს.

„ჯორჯიან მანგანეზი" სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სიუჟეტში მოყვანილი მასალა არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

აღნიშნული ტელეკომპანია, ბოლო პერიოდში მიზანმიმართულად ცდილობს, „ჯორჯიან მანგანეზის", მისი აქციონერებისა თუ ხელმძღვანელი პირების დისკრედიტაცია მოახდინოს და კომპანიის რეპუტაციასა და იმიჯს ზიანი მიაყენოს.

კონკრეტულ შემთხვევაში კი, "მთავარი არხის" სიუჟეტში დამახინჯებით არის გადმოცემული, ან ცრუ ინფორმაციას შეიცავს შემდეგი ინფორმაცია:

1. ჟურნალისტის მიერ შეცდომით იყო დასახელებული კომპანიის სახელწოდება - „ჯორჯიან მანგანეზის" ნაცვლად, სიუჟეტში მან ის არაერთხელ "ჭიათურ მანგანუმად" მოიხსენია;

2. "მთავარი არხის" მიერ ნაჩვენები იყო სხვადასხვა წლებში დაზიანებული საცხოვრებელი სახლები შუქრუთში, თუმცა ჟურნალისტს სოფლის სახელწოდება აქაც შეცდომით აქვს დასახელებული და სიუჟეტში მას სოფელ ქექუთად მოიხსენიებს;

3. "მთავარი არხის" სიუჟეტში საუბარია, თითქოს „ჯორჯიან მანგანეზი" მადნის მოპოვების შედეგად აზიანებს მოსახლეობის სახლებს, თუმცა შუქრუთში ის თითქმის 1 წელია აღარ ოპერირებს.

4. "მთავარი არხის" მიერ ნაჩვენებ სოფელში ამჟამად "ჯორჯიან მანგანეზის" ქვეკონტრაქტორი, მადანმომპოვებელი კომპანია „შუქრუთი+" ოპერირებს, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ შუქრუთში არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად, მხოლოდ ბოლო 10 თვის განმავლობაში 1 მლნ 200 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაცია უკვე გასცა და ეს პროცესი ეტაპობრივად გრძელდება. თუმცა, ანაზღაურებული კომპენსაციების საკითხი "მთავარ არხს", როგორც ჩანს, "გამორჩა".

5. "მთავარი არხის" სიუჟეტში საუბარი იყო „ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალურ მმართველზეც, თითქოს ნიკოლოზ ჩიქოვანმა 2017 წელს სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები არ შეასრულა და სასამართლოს წინაშე წარდგენილი 14-პუნქტიანი გეგმის არცერთი პირობა არ შეუსრულებია, რაც ასევე არის სიცრუე. ნიკოლოზ ჩიქოვანის სპეციალურ მმართველად დანიშვნის შემდეგ, წლების განმავლობაში გარემოზე მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, კომპანიამ ჭიათურაში ააშენა ახალი გამამდიდრებელი ქარხანა, ასობით დამუშავებული ტერიტორიის რეკულტივაცია განახორციელა (წელიწადში 50 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის რეკულტივირება ხდება), მდინარე ყვირილაზე ააგო დამცავი ჯებირი, აღმოფხვრა ქალაქის ტერიტორიაზე მძიმეწონიანი ავტომანქანების გადაადგილება, აღადგინა ეკოლოგიური ლაბორატორია, აამოქმედა "ცხელი ხაზი" და სხვა.

6. სიუჟეტში საუბარი იყო, თითქოს „ჯორჯიან მანგანეზი" თავის დასაქმებულებს აშინებს, რის გამოც ისინი მედიასთან კომუნიკაციის შესაძლებლობას მოკლებულები არიან, რაც ასევე არის ტყუილი. სრული პასუხისმებლობით ვაცხადებთ, რომ კომპანიის მენეჯმენტსა და დასაქმებულებს შორის არასდროს ისეთი მჭიდრო და კონსტრუქციული კომუნიკაცია არ არსებობდა, როგორც ეს დღეს არის.

7. ჟურნალისტმა სიუჟეტში გააჟღერა, თითქოს „ჯორჯიან მანგანეზი" „წაგებაზე მუშაობს" და შემოსავლებს მალავს - არცერთ ეტაპზე, კომპანიას ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გაუჟღერებია. "ჯორჯიან მანგანეზი" უმსხვილესი კომპანიაა, რომლის პროდუქციის წილი მთლიან ექსპორტში - 6%-ია, ის სიდიდით მეოთხე კომპანიაა და დღეს ქვეყანაში 6000-ზე მეტ სამუშაო ადგილს ქმნის. კომპანიას მუშაობა არც პანდემიის პროცესში შეუწყვეტია და დღემდე ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია, შესაბამისად, "მთავარმა არხმა" აქაც იცრუა;

8. სიცრუეა, თითქოს „მთავარ არხს" „ჯორჯიან მანგანეზმა" ხელმძღვანელი პირების ჩაწერაზე უარი განუცხადა. მას კომპანიისთვის არც კომენტარის თხოვნით, არც ინფორმაციის გადასამოწმებლად არ მოუმართავს.

ეს არასრული ჩამონათვალია იმ ცრუ ინფორმაციის, რაც "მთავარმა არხმა" სიუჟეტში გააჟღერა.

ამასთან, როგორც ჩანს, „მთავარი არხის" ხელმძღვანელი პირები მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის მანკიერ გამოცდილებებს არ ივიწყებენ და ბიზნესზე ზეწოლის ჩვეულ მეთოდებს მიმართავენ. ამ ყველაფრის უკან კი, თავისუფალ ბიზნესზე ზეწოლის გარდა, როგორ ჩანს, კონკრეტული პირების ინტერესები დგას, რომლებსაც სურთ, ქართულ ეკონომიკას და მის მნიშვნელოვან აქტორებს ზიანი მიაყენონ.

„ჯორჯიან მანგანეზი" მკაცრად გმობს მედიის მხრიდან მსგავსი მავნებლური, არაპროფესიონალური და მცდარი ინფორმაციის ტირაჟირებას.

ამავდროულად კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ღიაა ნებისმიერ მედიასაშუალებასთან თანამშრომლობისთვის და მზად არის, საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილს, ნებისმიერ დროს მიაწოდოს ინფორმაცია იმ უამრავი გარემოსდაცვითი პროექტის შესახებ, რომელიც ბოლო წლებში მან ჭიათურასა და ზესტაფონში წარმატებულად განახორციელა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
LEXUS-ი წარმოგიდგენთ უახლეს ფლაგმან მოდელს LX 600
ჩაირთე „სილქფესტი“ და ისარგებლე ულიმიტო ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით უსასრულოდ, მთელი თვის განმავლობაში
„მიჰაუსში“ გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „ჯი ეს ემ ტრანსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს