ქუთაისში „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ აქცია დასრულდა

ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, „ნამახვანის ჰესების კასკადის" სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით მიმდინარე აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეების ნაწილი ადგილზე დარჩენას და საორგანიზაციო ჯგუფების შექმნას გეგმავს. ამასთან, ცენტრალურ მოედანზე ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ხელმოწერებიც შეგროვდება.

ხვალინდელი აქცია ნამახვანჰესის ტერიტორიაზე არის დაგეგმილი. აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ფართომასშტაბიან აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთანაც გამართავენ.

"ჩვენ, ვინც ვაპირებთ დარჩენას აქ უნდა დავრჩეთ და შევქმნათ ჯგუფები, რომლებიც გადაინაცვლებენ ნამახვანჰესის ტერიტორიაზე და გაუწევენ კონსტრუქციულ წინააღმდეგობას კომპანია „ენკას“, თუ ისინი საზოგადოების ნებას არ გაითვალისწინებენ. შემდეგი აქცია იქნება მასშტაბური, აქ იქნება საქართველოს ყველა კუთხდიან ხალხი და ჩვენი მოთხოვნები, რა სახითაც ახლა გვაქვს, იქნება გაცილებით მძიმე და ხელისუფლებას დაუჯდება ძვირად. მათ ეთხოვებათ მარტივი რამ, გაითვალისწინონ საკუთარი ხალხის ნება და გააცნობიერონ, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი, დაგვიბრუნონ ხელისუფლება ხალხს. დაიწყება ხელმოწერების შეგროვება აქ, ინტერნეტშიც დავდებთ ელექტრონულ პეტიციას. დავსახავთ ხვალინდელი მოქმედების გეგმას, რა იქნება ნამახვანში“, - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

დღევანდელ აქციას მოსახლეობასთან ერთად გარემოს დამცველები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეუერთდნენ მათი ოთხი ძირითადი მოთხოვნიდან ერთ-ერთს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომა წარმოადგენდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა