დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - 10-ზე მეტმა ქვეყანამ კონკრეტული ვაქცინის გამოყენება შეაჩერა და თქვეს, რომ სჭირდებათ ორკვირიანი დაკვირვების ვადა - მრევლს ვურჩევდი, მოგვეცადა და გვენახა, რა შედეგებს დადებს კვლევა

მრევლს არაფერს არ მოვუწოდებდი, არჩევანი არის თავისუფალი. დღეს სახეზე გვაქვს ასეთი ფაქტი, რომ ევროპის 10-ზე მეტმა ქვეყანამ შეაჩერა ერთ-ერთი კონკრეტული ვაქცინის გამოყენება, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა სასულიერო პირის მოწოდება, თუ ქადაგება ვაქცინაციასთან დაკავშირებით სინოდის გადაწყვეტილების ჩარჩოში უნდა ჯდებოდეს.

"სინოდის გადაწყვეტილება ვაქცინასთან დაკავშირებით განჩინებაშიც ჩაიწერა. მთავარი საკითხი, რაზეც სინოდმა გაამახვილა ყურადღება, იყო, რომ ნებაყოფლობითი უნდა იყოს ვაქცინაცია. ყველას თავისი აზრი აქვს ვაქცინაციასთან დაკავშირებით, სინოდის გადაწყვეტილების ჩარჩოში უნდა ჯდებოდეს ყველა სასულიერო პირის მოწოდება თუ ქადაგება. სინოდის გადაწყვეტილების დამორჩილება არის ყველა სასულიერო პირის ვალდებულება.

მრევლს არაფერს არ მოვუწოდებდი, არჩევანი არის თავისუფალი. დღეს სახეზე გვაქვს ასეთი ფაქტი, რომ ევროპის 10-ზე მეტმა ქვეყანამ: ავსტრიამ, იტალიამ, ნორვეგიამ, რუმინეთმა და სხვამ შეაჩერეს ერთ-ერთი კონკრეტული ვაქცინის გამოყენება და თქვეს, რომ სჭირდებათ ორკვირიანი დაკვირვების ვადა, რომ დაადგინონ, რამ გამოიწვია ლეტალური შემთხვევები, არის თუ არა კავშირში ვაქცინაციასთან, რადგანაც დამთხვევა იყო. მეც ჩემს მრევლს ვურჩევდი, საღი აზრი იქნებოდა, რომ ეს ორი კვირა ჩვენც მოგვეცადა და გვენახა, რა შედეგებს დადებს კვლევა, რასაც ეს ქვეყნები აწარმოებენ“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს