თენგიზ ცერცვაძე - გამოჩნდნენ უსინდისო ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ „ასტრაზენეკა“ დაბალხარისხიანი ვაქცინაა - „ასტრაზენეკა“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა

გამოჩნდნენ უსინდისო ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ „ასტრაზენეკა“ დაბალხარისხიანი ვაქცინაა - ეს არის მავნებლობა ქვეყნის მიმართ იმიტომ, რომ „ასტრაზენეკა“ არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის დაწყებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მზადყოფნა იმისათვის, რომ ვაქცინების სრული ათვისება მოხდეს.

„ხვალ იწყება ვაქცინაციის ნანატრი პროცესი. ყველამ იცით, რომ უკვე შემოსულია და განაწილებულია ვაქცინის პირველი პარტია. ადგილი ჰქონდა დაგვიანებას სულ 2 კვირით, სამაგიეროდ შემდეგ პირიქით დაჩქარდა. „კოვაქსმა“ აღნიშნა, რომ საქართველო არის ევროპაში მეოთხე ქვეყანა რიგით, ვინც „კოვაქსის“ პლატფორმით მიიღო ვაქცინა. ვინაიდან ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა, პრაქტიკულად არის იმის გარანტია, რომ შემდეგი შემოსვლები განხორციელდება უწყვეტად და წლის ბოლომდე გარანტირებულად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო აცრის მოსახლეობის იმ რაოდენობას, 60%-ს, რაც თავიდან იგეგმებოდა. არანაირი წყვეტა არ იქნება ვაქცინების შემოტანაზე და იქნება ეტაპობრივად და მუდმივად.

ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი არის ქვეყნის მზადყოფნა. ვაქცინა შეიძლება შემოვიდეს და ის ვერ იქნეს ათვისებული, ასეთი რამ დაემართა ძალიან ბევრ ქვეყანა, სადაც ვაქცინა დასაწყობებულია და ხარჯვა არის ძალიან დაბალი - აი ეს არ უნდა დავუშვათ და მთელი მობილიზაცია ახლა ჩვენი, სამედიცინო პერსონალის, ჟურნალისტების უნდა წარიმართოს ამ მიმართულებით, რამეთუ თქვენ იცით, რომ არსებობენ არაკეთილისმსურველებიც, არსებობენ ანტივაქსერებიც, რომლებსაც რწმენა აქვთ, რომ ვაქცინა არ უნდა გაიკეთონ, გამოჩნდნენ ისეთებიც, უსინდისო ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ „ასტრაზენეკა“ დაბალხარისხიანი ვაქცინაა და „ასტრაზენეკათი“ აცრაზე ისინი წინააღმდეგები არიან და ელოდებიან „ფაიზერს“ - ეს არის მავნებლობა ქვეყნის მიმართ იმიტომ, რომ „ასტრაზენეკა“ არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინა, უკვე აცრილია 16 მილიონი ადამიანი ამ ვაქცინით მსოფლიოში და მათგან 11 მილიონი ინგლისში“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, თენგიზ ცერცვაძემ განმარტა, რომ ამ ეტაპზე ვაქცინაციისთვის თბილისში 10-ზე მეტი პუნქტია გამოყოფილი, ხოლო რეგიონებში 29.

„საქართველოში სახელმწიფო გეგმა დიდი ხანია მომზადებულია და გაწერილია დეტალურად ყველაფერი, ყველა სცენარი იმისდა მიხედვით თუ რომელი ვაქცინა შემოვა და როდის და როგორ უნდა მოვიქცეთ. ჯერჯერობით ამ პარტიაზე მე შემიძლია გითხრათ, რომ თბილისში გამოყოფილია 10-ზე მეტი პუნქტი, ეს არის ძირითადად კლინიკები და ზოგიერთი მსხვილი პოლიკლინიკაც. ასევე უკვე მიტანილია 29 რეგიონალურ ცენტრსა და შედარებით დიდ ქალაქებში და ხვალიდან აცრა დაიწყება არამარტო თბილისში, არამედ ქვეყნის კიდევ 19 რეგიონულ ცენტრში. ამის შემდეგ მოხდება კიდევ შემდგომი გადანაწილება ვაქცინის დოზების და კიდევ ორი დღის შემდეგ ვაქცინაცია დაიწყება პრაქტიკულად ყველა რაიონში, თბილისში, რათა მოსახლეობას არ ექნეს სამგზავრო და სასიარულო რეგიონალურ ცენტრებში. ნავარაუდევია, გადაწყვეტილია, გეგმის მიხედვით, რომ ვაქცინაცია მოხდება ქვეყნის 89 რაიონში, პრაქტიკულად ყველა რაიონში“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს