მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე არსებულ გვირაბში ამ წუთებში მოძრაობა ცალმხრივად პარალიზებულია.

გვირაბის ჩაკეტვის გადაწყვეტილება საპატრულო პოლიციამ მომხდარი შემთხვევის გამო მიიღო.

ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავ "მერსედესის" მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გვირაბის შემოვლითი გზით გადაადგილდებიან. ადგილზე საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს ეკიპაჟები იმყოფებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა