მეუფე მიქაელი - მრევლს მოვუწოდებთ, ვისაც გექნებათ სურვილი ვაქცინა გაიკეთეთ, ვისაც გაქვთ სურვილი, არ გაიკეთოთ

ჩემი პოზიციაა, რაც სინოდმა დაადგინა, ესაა ჩემთვის კანონი - ჩვენს მრევლს მოვუწოდებთ, ვისაც გექნებათ სურვილი ვაქცინა გაიკეთეთ, ვისაც გაქვთ სურვილი, არ გაიკეთოთ, - ამის შესახებ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მეუფე მიქაელმა სამების საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანებს სხვადასხვანაირი ორგანიზმი აქვს - ვიღაცა რაღაცა წამალს აიტანს, ვიღაც კი ვერ აიტანს.

"ნებისმიერ ადამიანს თავისუფალი ნება აქვს, შეუძლია გაიკეთოს, ან არ გაიკეთოს ეს ვაქცინა. ეჭვი არის, რომ შეიძლება დადებითად იმოქმედოს ადამიანზე, შეიძლება უარყოფითად... იცით რა არის? ჩვენ სხვადასხვანაირი ორგანიზმი გვაქვს, ვიღაცა რაღაცა წამალს აიტანს, ვიღაცა ვერ აიტანს, რადგან ბოლომდე კარგად არაა ჩამოყალიბებული. აი, მაგალითად, დანიამ, ნორვეგიამ შეაჩერეს. ჩემი პოზიციაა, რაც სინოდმა დაადგინა, ესაა ჩემთვის კანონი! ჩვენს მრევლს მოვუწოდებთ, ვისაც გექნებათ სურვილი გაიკეთეთ, ვისაც გაქვთ სურვილი, არ გაიკეთოთ. ასევე თქვენ, ასევე მე", - განაცხადა მეუფემ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ