ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ დეტალებზე, რაც ჩვენს პარტნიორებთან დადებული პირობის უხეში დარღვევაა

პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძეს განცხადებით, ოპოზიციამ საერთაშორისო პარტნიორებთან გაუთქმელობის შესახებ დადებული პირობა არაერთხელ დაარღვია.

როგორ მან ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაასახელეს რამდენიმე საკითხი, მათ შორის ე.წ. წითელი ხაზები, რომელზეც ჰქონდათ საუბარი როგორც დღეს, ასევე გუშინ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ეს პირობა არცერთ შემთხვევაში არ დაურღვევია და ოპონენტებისგან განსხვავებით, საერთაშორისო პარტნიორებს პატივს სცემენ.

"გამომდინარე იქიდან, რომ მოლაპარაკებები არის გასაგრძელებელი ჩვენ ახლაც მოვერიდებით დეტალებზე საუბარს. ჩვენ შეთანხმებული ვართ ამასთან დაკავშირებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ამ პირობას არღვევენ პერმანენტულად ოპოზიციის წარმომადგენლები და საუბრობენ დეტალებზე, რაც არის ჩვენს პარტნიორებთან დადებული პირობის უხეში დარღვევა, ჩვენ ამ პირობას არავითარ შემთხვევაში არ დავარღვევთ. მათ დაასახელეს რამდენიმე საკითხი, მათ შორის ე.წ. წითელი ხაზები, რომელზეც ჰქონდათ საუბარი როგორც დღეს ასევე გუშინ, ეს იყო პირობის უხეში დარღვევა, ჩვენ არცერთ შემთხვევაში ასეთი პირობა არ დაგვირღვევია და პატივს ვცემთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს განსხვავებით მათგან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს