შატილში სკოლის დამხმარე შენობაში ხანძარი გაჩნდა

შატილში ხანძარია. ცეცხლი სკოლის დამხმარე, ცალკე მდგომ შენობას უკიდია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მასწავლებლები და მოსწავლეები უვნებლად არიან. ადგილზე გასულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და სასაზღვრო პოლიცია.

სააგენტოსთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, ცეცხლი სავარაუდოდ, შეშის ღუმელისგან გაჩნდა.

იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს