ხათუნა სამნიძე - კობახიძის მიერ მედიატორთან გამომშვიდობება მოულოდნელი და წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ბატონმა დანიელსონმა მოლაპარაკებები გადაარჩინა

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გადაარჩინა.

მისი შეფასებით, ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მოლაპარაკებები, რადგან „სასწორზე დევს ქვეყნის მომავალი, ქვეყნის გზა, დემოკრატიულობა და სწრაფვა ევროკავშირისკენ“.

„რაც გუშინ მოხდა, მოულოდნელი იყო იმიტომ, რომ თითოეული ჩვენგანი, ოპოზიციური პარტიის მონაწილეები ამ მოლაპარაკებებში ვსაუბრობდით პროგრესზე და მართლაც ასე იყო, თითოეულ საკითხში ნაბიჯები წინ გადაიდგა, ყველ საკითხს დეტალურად ვიხილავდით. ამის შემდეგ, როდესაც მოლოდინი გვქონდა, რომ შეხვედრა იქნებოდა, კობახიძის ბრიფინგით მედიატორთან გამომშვიდობება ძალიან მოულოდენელი და წამოუდგენელი იყო იმ პროცესში, რომელშიც ვიყავით. ეს ძალიან მალე, 1 საათში დადასტურდა, როდესაც ბატონმა დანიელსონმა გააკეთა განცხადება, რომ რჩება, გადადო ფრენა და აგრძელებს შეხვედრებს ოპოზიციურ პარტიებთან. პრაქტიკულად, მან ეს მოლაპარაკებები გადაარჩინა. როდესაც მივედით იმ ვითარებამდე, როდესაც ორივე მხარეს გვიწევდა სერიოზულ კომპრომისებზე წასვლა, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ კომპრომისს ერჩივნა, ეს მოლაპარაკებები დროებით შეეწყვიტა. კობახიძემ ეს მოლაპარაკებები გადადო, მაგრამ დღეს ჩვენ იმიტომ ვართ, რომ ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მოლაპარაკებები და სწრაფად შეთანხმება. როგორც აღვნიშნე, სასწორზე დევს ქვეყნის მომავალი, ქვეყნის გზა, დემოკრატიულობა და ჩვენი სწრაფვა, მტკიცე ნაბიჯები ევროკავშირისკენ“, - განაცხადა სამნიძემ.

მისი შეფასებით, გუშინდელი მოლაპარაკებების პროცესში პროგრესი იყო, რადგან საუბარი „წითელი ხაზების“ გარეშე დაიწყო. თუმცა, სამნიძემ არ დააკონკრეტა, ვინ, რა კომპრომისზე წასვლას გეგმავს.

„დღესაც იმედს ვიტოვებ და პოზიტიურად ვარ განწყობილი, მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც დანიელსონმა გადაწყვიტა, დარჩეს და მოლაპარაკებები გააგრძელოს“, -განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს სამი დღის წინ ესტუმრა. მან რამდენიმე შეხვედრა გამართა როგორც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან.

როგორც კრისტიან დანიელსონმა გუშინ განაცხადა, იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, კიდევ ერთი დღით რჩება თბილისში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ