„გორმედის" დამფუძნებელი - „გორმედში“ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დღეს 20 პირი აიცრება

შიდა ქართლში ვაქცინაციის პროცესი ორ სამედიცინო დაწესებულებაში - გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და კლინიკა „გორმედში" მიმდინარეობს. რეგიონი უზრუნველყოფილია „ასტრაზენეკას“ 2600 დოზა ვაქცინით, საიდანაც 1300 დოზა გათვლილია გორზე, 500 - ხაშურზე, 400-400 დოზა კი, კასპსა და ქარელზე.

„გორმედის" ქსელის დამფუძნებელმა გია სვანაძემ კოლეგებს მოუწოდა, დროულად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში.

„დღეს არის ვაქცინაციის პირველი დღე ქვეყანაში. მოგეხსენებათ, „გორმედის“ საუნივერსიტეტო კლინიკა ჩართულია ვაქცინციის პროცესში და დღეს 20 სამედიცინო პირი აიცრება. ამჟამად, დაწყებულია პროცესი და გართულებების გარეშე, შეუფერხებლად მიმდინარეობს.

კლინიკაში გამოყოფილია სივრცეები ვაქცინაციისთვის, მოგეხსენებათ, „გორმედის“ ქსელი თავიდანვე ჩართული იყო კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში, რეგიონის მასშტაბით, ფუნქციონირებს „გორმედის“ ქსელის სამი კოვიდკლინიკა, რაც შეეხება ვაქცინაციას, ამ ეტაპზე მხოლოდ გორში მიმდინარეობს აცრის პროცესი, 17 მარტიდან კი, ქარელის კლინიკაშიც დაიწყება კოვიდვაქცინაცია.

ვაქცინაციას იმდენად ბევრი სიკეთე ახლავს, რომ მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას, დროულად ჩავერთოთ აღნიშნულ პროცესში", - განაცხადა ,,გორმედის" ქსელის დამფუძნებელმა.

შეგახსენებთ, პირველ ეტაპზე მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული პირების (როგორც ექიმების და ექთნების, ასევე უმცროსი სამედიცინო პერსონალის, ტექნიკური პერსონალისა და ადმინისტრაციის) ვაქცინაცია. შიდა ქართლში, დღეს ვაქცინაცია დაიწყო მხოლოდ გორში, კლინიკა ,,გორმედსა" და სამხედრო ჰოსპიტალში. 17 მარტს კი, ვაქცინაციის პროცესი დაიწყება კასპში, ქარელსა და ხაშურშიც.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო