„ასტრაზენეკას“ ვაქცინით მედპერსონალის ვაქცინაციის პროცესი დილიდან რუსთავშიც მიმდინარეობს

„ასტრაზენეკას“ ვაქცინით მედპერსონალის ვაქცინაციის პროცესი დილიდან რუსთავშიც მიმდინარეობს.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორმა დავით ბეგაშვილმა განაცხადა, პირველ ეტაპზე მიღებულია „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 1400 დოზა, რომლითაც მედპერსონალი აიცრება.
„ჩვენ გუშინ მივიღეთ ვაქცინის 1400 დოზა, რომელიც სპეციალურ სამაცივრე ოთახში შესაბამის ტემპერატურაზე ინახება. ვაქცინაციის პროცესი რუსთავის ორ სამედიცინო დაწესებულებაში, კერძოდ #1 და #2-ე დიაგნოსტიკურ ცენტრებში დილიდან მიმდინარეობს. ამ დროისთვის რუსთავში ვაქცინაციის მსურველი 50-მდე პირია რეგისტრირებული“, - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

























