მცხეთაში პირველად "ჯეო ჰოსპიტალსის" პერსონალი აიცრა

თბილისში ღია ეთერში ექიმების საჯაროდ აცრის შემდეგ მცხეთაში პირველად ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი და თანამშრომლები აიცრნენ. იმუნიზაციის პროცესის ხელშესაწყობად მათ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას მხარდაჭერა გამოუცხადეს და კოლეგები გაამხნევეს. 17 მარტიდან კი ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკებში ოფიციალურ სარეგისტრაციო ველში დარეგისტრირებული მედპერსონალის საყოველთაო აცრები დაიწყება.

„ჯეო ჰოპისტალსის“ მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი ბაკა თავხელიძე თანამშრომლებთან ერთად მცხეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრში აიცრა.

,,იმ მილიონობით ადამიანთა რიცხვში ვარ, ვინც ენდობა ვაქცინას და ვუერთდები იმუნიზაციის პროცეს. ვაქცინა ამცირებს როგორც დაავადების რისკებს, ასევე, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იმუნიზაციის შედეგად დაავადების გართულების რისკები ფაქტიურად ნულდება. „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით ხორციელდება იმუნიზაციის პროცესი. მოვუწოდებ ყველას, რომ ენდონ პირველწყაროს, გაიარონ შესაბამისი კონსულტაცია ექიმთან და დროულად ჩაებან ჩვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან პროცესში,“ - განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ბაკა თავხელიძემ.

რაც შეეხება „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელში საყოველთაო აცრებს, ქსელის მასშტაბით სრულ მზადყოფნაშია იმუნიზაციის კაბინეტები, ვაქცინები განთავსებულია მოთხოვნების სრული დაცვით და ოთხშაბათიდან უსაფრთხო და ხარისხიან იმუნიზაციის პროცესს დაიწყება მთელი საქართველოს მასშტაბით. აცრები განხორციელდება ბორჯომის, ბაღდათის, ჭიათურის, ვანის, ხონის, სამტრედიის, ზესტაფონის, გურჯაანის, საგარეჯოს, გარდაბანის, მარნეულის და დუშეთის კლინიკებში.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირველადი იმუნიზაციის პროცესში ჩართვა ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ სხვადასხვა სამედიცინო ქსელის მასშტაბით, ნებისმიერი კომპანიის სამედიცინო პერსონალს შეუძლია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო