ზუგდიდის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გაზგამანაწილებელ ქსელზე მიერთების ღირებულებას დააფინანსებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ განსაკუთრებით მძიმე სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 35001-ზე ნაკლები) ოჯახებისთვის გაზგამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების ღირებულებას დააფინანსებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შესაბამის ხელშეკრულებას ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ სამეგრელო-გურიის რეგიონალური ოფისის დირექტორმა ვახტანგ ბერიშვილმა მოაწერეს ხელი.

„ეს იქნება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც მძიმე სოციალური პირობები აქვთ და საკუთარი სახსრებით ვერ ახერხებენ გათბობის საშუალებებით უზრუნველყოფას. ჩვენი მოქალაქეების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება და მათი ხელშეწყობა ჩვენი პრიორიტეტია“,-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა