ვანო მაჭავარიანი - რთულია პროგნოზის გაკეთება, მითუმეტეს „ქართული ოცნების" პირობებში, რომელიც ძალიან მყისიერად ცვლის მის მიერვე დადებულ ხელშეკრულებას

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი ანიჭებს მნიშვნელობას, როგორც სახელმწიფო მეთაურს ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში და დარწმუნებული ვარ საუბარი სწორედ შეჯერებულ შეთანხმების მონახაზზეა, - ამის შესახებ ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლის მისია მდგომარეობს იმაში, რომ მედიაციის მეშვეობით მიღწეული შეთანხმება მისაღები იყოს ორივე მხარისთვის.

„დანიელსონის ვიზიტის მისია წარმოადგენს შეთანხმების მიღწევას ორ პოლიტიკურ ძალას შორის. მედიაციის პროცესი სწორედ გულისხმობს იმას, რომ ორივე მხარის პოზიციების შეჯერებით მან შესთავაზა გუშინ უკვე, მონახაზი ევროკავშირის სახელით, მედიაციით, თუ რა შეიძლება იყოს კომპრომისი იმ საკითხებზე, რომელიც ამ 6 - პუნქტიან შეთანხმებაში არის ჩამოთვლილი. შესაბამისად, პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანების გამოშვება ამ შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილია, ასევე იქ საუბარი არის ძალაუფლების გადანაწილებაზე, საუბარია ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, საარჩევნო სისტემას ამიტომ, ნებისმიერი ეს საკითხი არის განხილვის თემა.

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა, როგორც სახელმწიფო მეთაურთან ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი ანიჭებს მნიშვნელობას როგორც სახელმწიფო მეთაურს ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში და დარწმუნებული ვარ საუბარი სწორედ ამ შეჯერებულ შეთანხმების მონახაზზეა, რომელიც რა თქმა უნდა, ასევე გულისხმობს კონკრეტულად იმ საკითხს, რომელიც შეეხება პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანების დაკავების საკითხს და ყველა იმ საკითხს, რომელიც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, საარჩევნო სისტემას, ძალაუფლების გადანაწილებას თუ სხვას.

როგორც ჩემთვის ცნობილია, ოპოზიციისთვის ეს საკითხები ასე თუ ისე მისაღებია, „ქართული ოცნებას" აქვს ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი საკითხები. გუშინ ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ, ფაქტობრივად ისაუბრა და თითქმის დახურა მოლაპარაკებები ამ ეტაპზე, მაგრამ ევროკავშირის წარმომადგენლის მისია სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ მედიაციის მეშვეობით ის საერთო შეთანხმება, რომელიც მათ მიაჩნიათ, რომ არის სწორედ ორივე მხარის პოზიციაზე დამყარებული, მისაღები იყოს ორივე მხარისთვის, შედგეს პოლიტიკური შეთანხმება და ქვეყანა გამოვიდეს ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი არ გარდაიქმნას სახელმწიფოებრივ კრიზისში, სადაც სახელმწიფოს მართვა ძალიან გართულდება.

ძალიან რთულია რამე პროგნოზის გაკეთება, მითუმეტეს „ქართული ოცნების" პირობებში, რომელიც ძალიან მყისიერად ცვლის მის მიერვე დადებულ ხელშეკრულებას - გვახსოვს, რომ არ იყო წითელი ხაზები და გაჩნდა წითელი ხაზები, არ იყო ოპოზიციასთან საუბრის სურვილი და შემდეგ გაჩნდა ეს სურვილი, მაგრამ აქ მთავარი ფაქტორი არის სწორედ ის, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის წარმომადგენელი უშუალოდ არის ამ პროცესში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციონერი ლიდერების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მეორედ შეხვდა.

კრისტიან დანიელსონი, რომელიც დღეს ბრიუსელში უნდა დაბრუნებულიყო, საქართველოში დარჩა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრებს აგრძელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა