აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარსადგენი საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, ინიციატივის მიზანია, საქართველოს პარლამენტის მიერ ორგანული კანონით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზაცია.
„საკანონმდებლო პაკეტით გათვალიწინებულია ცვლილებების განხორციელება „ბაჟის შესახებ“, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ’“ და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონებში. კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, საქართველოს კანონის პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში უნდა აისახოს ინფორმაცია თუ რა გავლენას ახდენს კანონპროექტი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის, როგორც საშემოსავლო, ასევე ხარჯვით ნაწილზე. კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივებს ერთხმად დაუჭირა მხარი. კანონპროექტების ავტორები უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით გაბაიძე და ლადო მგალობლიშვილი არიან”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"