კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სავარაუდოდ კიდევ ერთხელ შეხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი სავარაუდოდ, დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეხვდება. ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, კრისტიან დანიელსონი, რომელიც მანამდე საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა, უკვე მივიდა. დანიელსონს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ასევე იმყოფება საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

პარალელურად საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა მიმდინარეობს. ფრაქციის სხდომა დახურულ ფორმატში იმართება და პლენარული სხდომების კვირაში განსახილველ საკითხებს უკავშირდება. ამასთან, არ არის გამორიცხული, საუბარი მთავარ პოლიტიკურ პროცესებს შეეხოს.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი, რომელიც დღეს ბრიუსელში უნდა დაბრუნებულიყო, საქართველოში დარჩა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრებს აგრძელებს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს