ნოდარ მელაძის განცხადებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით 16 მარტს პროკურატურაშია დაბარებული

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ტელეკომპანია პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძისა და ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის გამოკითხვა დასრულდა.

როგორც ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებს გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა, უწყებამ ნოდარ მელაძეს და მაკა ჩიხლაძეს სახელმწიფო დაცვა შესთავაზა, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

„ჩვენ ვიყავით დაინტერესებული, გაგვერკვია, რა ეტაპზეა გამოძიება, რა მტკიცებულებებია საქმეში. როგორც გამომძიებელმა გვითხრა, ერთადერთი რაზეც საუბარი შეუძლიათ, არის ლევან მამალაძის ჩანაწერი, რომელიც საჯარო იყო და ყველას ნანახი აქვს, დანარჩენი მტკიცებულებები ჩვენთვის არ გაუცნია. სწორი არის ადამიანების დაკითხვა სასამართლოში, ამიტომ ჩვენ ვთქვით, რომ არ გვაქვს ჩვენების მიცემის პრობლემა, ოღონდ ეს უნდა მოხდეს სასამართლოში მოსამართლის წინ და როცა დაგვიბარებენ, მივალთ და ჩვენებას მივცემთ. გარდა ამისა, იყო შემოთავაზება დაცვის დანიშვნასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვუთხარით, არსებობს თუ არა რაიმე დამატებითი ინფორმაცია, რომელიც გარკვეულ საფრთხეებს უკავშირდება, რადგან გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით. მათ დამატებით ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ მოუციათ. მხოლოდ ლევან მამალაძის ინტერვიუ ძალიან არადამაჯერებლად ჩანდა ერთი მხრივ, რომ პირებს დაცვა მოეთხოვათ და მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ დანიშნული დაცვა შეიძლება აღქმული ყოფილიყო როგორც ხელისუფლების მიერ მაკონტროლებელი ჟურნალისტური საქმიანობის დროს და უარი განაცხადეს დაცვაზე გამოსაკითხმა პირებმა. რაც შეეხება მესამე საკითხს, ეს იყო დაკავშირებული სოციალურ ქსელში გავრცელებულ მუქარასთან დაკავშირებით, როგორც გავარკვიეთ გამოძიება ჯერ დაწყებული არ არის ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მშვენიერაძემ.

უწყებიდან გამოსვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა ნოდარ მელაძემაც. მისი თქმით, სწორი იქნება, თუ გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოხდება.

„შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ მნიშვნელობათა საქმეთა გამოძიების სამსახურს ამ დროისთვის გააჩნია ერთადერთი მტკიცებულება საქმეში და ეს არის მხოლოდ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ლევან მამალაძის გაკეთებული განცხადებები. სხვა მტკიცებულებები საქმეში არ არის, ეს განგვიცხადა დღეს გამომძიებელმა, რომელთანაც გვქონდა კომუნიკაცია. ჩვენი პოზიცია არის, რომ ასეთ საქმეებზე სწორია, თუ მოხდება გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით და ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ასევე, იყო კომუნიკაცია ბერა ივანიშვილის პირადი მცველის მიერ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით ჩემი ოჯახის მისამართით. აღმოჩნდა, რომ შსს-ს გამოძიება ამ საქმეზე არ დაუწყია, ალბათ ცინიკური დამოკიდებულებაა მათი მხრიდან, აქ წარმოდგენილი იყო გამომძიებელი თბილისის პოლიციის სამმართველოდან, რომელიც ძალიან მკაფიო მუქარას, რომელიც ისახავდა განზრახვას ჩემი ოჯახის წევრების წამებასთან დაკავშირებით, გამომძიებელმა მითხრა, რომ გამოძიება არ დაუწყია და სანამ გამოძიებას დაიწყებდნენ, აინტერესებდათ, მე ეს მუქარად აღვიქვი თუ შეურცხყოფად, როდესაც წარმოდგენილი იყო კონკრეტულად მუქარა“, - განაცხადა მელაძემ.

ამასთან, როგორც მელაძემ აღნიშნა, უწყებაში ის ხვალ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებითაა დაბარებული.

„ხვალ ვარ დაბარებული გამოკითხვაზე მე, გამოვცხადდები პროკურატურაში, საორიენტაციო დრო არის 11:00 საათი, თუმცა შესაძლოა ეს ადვოკატის და პროკურორის კომუნიკაციის საფუძველზე შეიცვალოს. წყაროს არ დავასახელებ, სულ რომ ჩემი მოსისხლე მტერი იყოს წყარო, მე გამაჩნია პროფესიული ვალდებულება, არ დავასახელო წყარო და არ მივაწოდო საგამოძიებო უწყებას არცერთი მასალა, რომელიც მას დაეხმარება წყაროს იდენტიფიცირებაში“, - განაცხადა მელაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა