უკრაინაში ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესს “მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის” სტატუსი ზედიზედ მესამედ მიენიჭა

ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი უკრაინაში ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებს. 9 მარტს, უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კლასიფიკაციით, ქართულ სისტემა ინტელიექსპრესს კვლავ მიენიჭა “მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის” სტატუსი. ინტელექსპრესი მოხვდა 4 სისტემას შორის, რომელიც უკრაინაში განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობს. კომპანიების სტატუსის განსაზღვრა განხორციელებული ოპერაციების მოცულობის მიხედვით ხდება. ყურადღება ექცევა ბაზრის წილს და სუბიექტის მიერ ზედამხედველობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. 2020 წელს უკრაინის ფულადი გზავნილების ბაზრის მოცულობამ 3.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ინტელიექსპრესი მთლიანი ბაზრის 6%-ს იკავებს. ამავე, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, ეროვნული ბანკის მონაცემით უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით გზავნილების 103%-ით ზრდაც დაფიქსირდა, ხოლო ინტელიექსპრესისთვის ეს ზრდა 485%-ს შეადგენდა. აღნიშნული ინტელიექსპრესის სისტემის გაფართოებას უკავშირდება. უკრაინიდან საქართველოში და საქართველოდან უკრაინაში გზავნილების განხორციელება 1%-ად არის შესაძლებელი.

ინტელიექსპრესი უკრაინის ეროვნულ ბანკში 2011 წლიდანაა რეგისტრირებული. იგი ხელმისაწვდომია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე და სისტემაში ჩართული ჰყავს 25 უმსხვილესი ბანკი. უკრაინა - საქართველოს შორის განხორციელებული გზავნილების გარდა აქტიურად ემსახურება ფულად გზავნილებს პოლონეთიდან, ისრაელიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, აშშ-დან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან უკრაინის მიმართულებით. ასევე უკრაინიდან სომხეთში, საბერძნეთში, მოლდოვაში, დიდ ბრიტანეთში, კვიპროსში, პაკისტანში, ფილიპინებსა და სხვა ქვეყნებში.

საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი 70-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. ლიცენზირებულია ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში. ასევე აქვს სპეციალური ლიცენზიები უკრაინის, სომხეთის, მოლდოვას, ფილიპინების, ინდონეზიის, ბანგლადეშის, ნეპალის, პაკისტანის და შრი-ლანკას ცენტრალური ბანკებიდან. ინტელიექსპრესი ფლობს საკუთარ ფილიალებს დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, კვიპროსში, იტალიასა და საქართველოში. ინტელიექსპრესის სისტემის საშუალებით ფულადი გზავნილების გაგზავნა და მიღება ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშია შესაძლებელი.

(R)

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა