პირველი აუთსორს შესყიდვების სერვისი საქართველოში

პირველი აუთსორს შესყიდვების კომპანია PSolutions საქართველოს ბაზარზე - ახალგაზრდა, გაბედული, თამამი და მრავალწლიანი შესყიდვების გამოცდილების მქონე გუნდი.

შესყიდვები აუთსორსის მთავარი მიმართულებაა კომპანიებისთვის. რეალურად ყველაზე დიდი დანაზოგის გაკეთება სწორედ რომ შესყიდვებში შეიძლება. როგორ ? ნაკლები გადაიხადოთ და ხარისხიც კარგი იყოს. არ არის ადვილი, მაგრამ კომპანიას ადვილი საქმეების კეთება არც უყვარს, პირიქით თითოეული არა-მარტივი საქმე უფრო საინტერესო გამოწვევაა მათთვის. ესეც ბრენდის და მათი ხასიათის ნაწილია.

კომპანიის ამოსავალი 2 მთავარ ფაქტორს ეფუძნება - ხარჯების დაზოგვა და კომფორტი ურთიერთობაში. შემსყიდველი ბევრია, ყველას თავისი სპეციფიკა აქვს, დეტალებზე ჩაღრმავება და შინაარსობრივად საკითხების შესწავლა ამ გუნდის ერთ-ერთი know-how არის. კომპანიებისთვის ფინანსური დანაზოგის, ხარჯების და ადმინისტრაციული რესურსის ოპტიმიზაციის გარდა ურთიერთობა მარტივი და კომფორტულია, ჩარჩოები და საზღვრებიც არ არის - ეს ხომ თანამედროვე მენეჯმენტის განუყოფელი ნაწილია. კონსოლიდაციაც ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ფასის, ხარისხის და გადახდის პირობის მისაღებად და საუკეთესო ფასი ყოველთვის დაბალ ფასს არ ნიშნავს, ეს რამოდენიმე კომპონენტის ერთობლიობაა.

კომპანია რამდენიმე ძირითადი მიმართულებით მუშაობს:

ფუდ რითეილის მოწყობა - თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ყველაფერი რაც კი ე.წ ფუდ რითეილ მაღაზიების გახსნას ეხება, ზეპირად იციან. გუნდს აქვს დიდი გამოცდილება რითეილ მაღაზიების მოწყობის კუთხით, კერძოდ განხორციელებული აქვს პროექტები სარემონტო სამუშაოების, მაცივარ დანადგარების და სხვადასხვა მოწყობილობების (კონდინციონერები, ღუმელები და ა.შ) მიწოდება/მონტაჟის ჩათვლით. აღნიშნული პროექტები (დაახლოებით 100 მაღაზია) შესრულებული აქვს სხვადასხვა ქვეყნებში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) სხვადასხვა ბრენდის მაცივრებით. უახლოეს მომავალში მათი მაცივრებით დაკომპლექტდება ერთ-ერთი მსხვილი რითეილ კომპანიის ახალი მაღაზიები საქართველოში.

ბიზნეს ინკუბატორი - ადგილი სადაც იბადება საინტერესო ბიზნეს იდეები. ეკონომიკის რეცესიის შედაგად გამონთავისუფლებული ფული ვერ პოულობს მომგებიან ოპერაციებს. რამაც გამოიწვია მოთხოვნის გაზრდა მოკლევადიან ბიზნეს პროექტების განხორციელებაზე. PSolutions აქტიურად არის ჩართული სავაჭრო და ტექნოლოგიურ მოკლევადიან ბიზნეს პროექტების განხილვასა და მისი განხორციელების მენეჯმენტის პროცესში. გუნდი აქაც ღიაა შემოთავაზებებისთვის და ინდივიდუაურად განიხილავს თითოეულ მათგანს.

სწორედ რომ ბიზნეს ინკუბატორში დაბადებული ერთ- ერთი იდეა გახდა მათი ერთ-ერთი პროექტიც - საცალო მიმართულების ელექტრონული მაღაზია - PS Health Store, რომელიც უკვე ფუნქციონირებს ვოლტზე და გლოვოზე. ასევე გვაქვს საკუთარი ონლაინ მაღაზიაც psshop.ge, სადაც ამ ეტაპზე იყიდება კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და ზოგადად იმუნიტეტის ამაღლებისთვის და ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო პროდუქცია.

და მაინც რითია გამორჩეული კომპანია PSolutions ?

კომპანიის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, გივი ლომიძე :

"ალბათ ხასიათით და ხედვით : ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული კომპანია, ესეც ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე. ჩვენ არ ვიღებთ ფიქსირებულ ანაზღაურებას/ხელფასებს კომპანიებისგან, ჩვენ ვმუშაობთ საკომისიოზე, რომელი ასევე ინდივიდუალურია და დამოკიდებელია პროდუტის მარჟაზე და პირდაპირპროპორციულია ჩვენი მუშაობის შედეგის. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ ჯამური ინვოისის „მარკ აპზე“ 3 დან 10 %-მდე.

ჩვენთვის არ არსებობს გაუკეთებელი საქმე, „უშოვნელი პროდუქტი“, ვერ მოძიებული სერვისი თუ მომწოდებელი. საქმე რაც უფრო რთულია მისი გაკეთებაც ჩემთვის უფრო საინტერესოა. ჩვენთან ურთიერთობით თქვენ მიიღებთ უნიკალურ კორელაქსაციას. დაგვიკავშირდით და გავხდებით უფრო მეტი ვიდრე შემსყიდველი და მიმწოდებელი."

გაიგე უფრო მეტი ჩვენს შესახებ :

www.psolutions.ge

https://www.facebook.com/Psolutionss

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს