საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევში ახალი სკოლა გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეჯვრისხევში სკოლის ახალი შენობა გაიხსნა. ახალი სასკოლო შენობა 150 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. შენობის ინფრასტრუქტურის გარდა, მოეწყო ეზო და სპორტული მოედანი. ახალი სკოლის გახსნას მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე დავით ტაბიძე, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი, გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

,,დღეიდან, სოფელ მეჯვრისხევს ახალაშენებული და თანამედროვე სტანდარტების მქონე სკოლა მოემსახურება. ვულოცავ როგორც მოსწავლეებს, ისე პედაგოგებს. განათლების მიღების პროცესში არანაკლები მნიშვნელობა აქვს საგამანათლებლო ინფრასტრუქტურას. შესაბამისად, ჩვენი მთავრობის ერთი-ერთი მთავარი პრიორიტეტი, როგორც განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ისე საგანმანათლებლო ინფრასტურქტურის გაუმჯობესებაა. პანდემიის მიუხედავად, რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლების სამშენებლო სამუშაოები. გასულ წელს შიდა ქართლში 5 საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა, წელს კი, 3 სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რაზეც 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს