საზოგადოება მხარს უჭერს მთავრობების მიერ ახალი მიდგომის შემუშავებას მოწევის პანდემიასთან ბრძოლაში

საზოგადოება მოწევის პანდემიასთან ბრძოლაში მთავრობების მიერ ახალი მიდგომის შემუშავებას უჭერს მხარს, - აღნიშნულის შესახებ დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაცია Povaddo-ს მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი. ორგანიზაციამ თამბაქოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, მსოფლიოს მასშტაბით, ონლაინ გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც 20 ქვეყნის 22 507 მოქალაქე მონაწილეობდა. თითოეული ქვეყნის ფოკუს ჯგუფი კი 900 არამწეველი და 200 თამბაქოს მომხმარებელი ინდივიდისგან შედგებოდა.

არაგადამდებ დაავადებათა შორის “თამბაქოს პანდემია” მსოფლიო ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში კი დიდი მნიშვნელობა თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს ენიჭება. თუმცა, კვლევის თანახმად აღმოჩნდა, რომ უკვამლო მოწყობილობების შესახებ მოსახლეობაში ცნობიერების დონე ჯერ კიდევ დაბალია.

ჩატარებული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ინოვაციური მოწყობილობების გამოყენების მნიშვნელობას კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნის პროცესში. სწორედ ამიტომ, რესპოდენტთა 88% ფიქრობს, რომ მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, მოახდინონ სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინოვაციების იმპლემენტაცია. თუმცა, ამავე კვლევით დგინდება, რომ რესპოდენტთა 43%-ს არ აქვს სრულფასოვანი ინფორმაცია თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობებისა და მათი პოტენციური დადებითი მხარეების შესახებ. ამასთან, კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების თანახმად, გამოკითხულთა 58% ამჟამინდელ ამკრძალავ სტრატეგიებს არასაკმარისად მიიჩნევს. გამოკითხვაში მონაწილე მწეველთა 76% აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათ ექნებოდათ დაზუსტებული ინფორმაცია ალტერნატიული მოწყობილობების შესახებ, მაშინ ისინი უფრო აქტიურად განიხილავდნენ უკვამლო მოწყობილობებზე გადასვლასა და ტრადიციული სიგარეტის მოხმარებისთვის თავის დანებებას.

დეზინფორმაცია და ინფორმაციის ნაკლებობა კი აფერხებს იმ ზრდასრულ მწეველთა მხრიდან შემცირებული რისკის მქონე ალტერნატიულ მოწყობილობებზე გადასვლას, რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს მოწევას. გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ ინფორმაციის მიწოდების პარალელურად, ქვეყნის სამთავრობო ინსტიტუტებმა უნდა გაითვალისწინონ უკვამლო მოწყობილობების პოტენციური უპირატესობები. შესაბამისად, რესპოდენტთა 77% აღიარებს თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მნიშვნელობას, როგორც თამბაქოს ზიანის შემცირების საუკეთესო სტრატეგიას.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) იურიდიული დირექტორის, ნიკა ნანუაშვილის შეფასებით, ანალოგიური მიდგომა საქართველოშიც პროდუქტიული იქნება, რადგანაც ის შეამცირებს ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანს, რაც ქვეყანაში ტრადიციული სიგარეტის მოხმარებას უკავშირდება.

“თუკი ხელმისაწვდომობა გაიზრდება ისეთ ალტერნატიულ პროდუქტებზე, როგორიცაა გასახურებელი თამბაქო, ეს პირველ რიგში დადებითად აისახება თამბაქოს მომხმარებელთა ჯანმრთელობაზე, რადგანაც არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ეს პროდუქტი ნაკლებად მავნეა. ბუნებრივია, საუბარია მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც ამჟამად არიან ტრადიციული სიგარეტის მომხმარებლები და მას ვერ ანებებენ თავს, რათა მათ ჩაანაცვლონ სიგარეტი ალტერნატიული პროდუქტებით. დღეს გვაქვს ისეთი მოცემულობა, როდესაც “თამბაქოს პანდემიასთან” ტრადიციული მეთოდებით ბრძოლა ან არ გვაძლევს შედეგს, ან არ გვაძლევს ისეთ შედეგს, რომელსაც რეალურად ვისურვებდით, რათა შემცირდეს თამბაქოს მომხმარებელთა ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი,“ - განმარტავს ნანუაშვილი.

დამატებითი ინფორმაცია: Povaddo-ს მიერ ჩატარებული კვლევა “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” დაკვეთით განხორციელდა.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა