სერგო ჩიხლაძე - კობახიძის განცხადებები არაადეკვატურია - შთაბეჭდილება მრჩება, რაღაც დავალება აქვს მიღებული, რომ კრიტიკულ მომენტში ჩამშლელის როლი შეასრულოს

კობახიძის განცხადებები არაადეკვატურია - შთაბეჭდილება მრჩება, რაღაც დავალება აქვს მიღებული, რომ კრიტიკულ მომენტში ჩამშლელის როლი შეასრულოს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებებს ჯერჯერობით ყურადღება არ უნდა დაეთმოს.

„როგორც ყოველთვის, ირაკლი კობახიძის განცხადებები არაადეკვატურია. ხანდახან შთაბეჭდილება მრჩება, რომ მას მიზანმიმართულად უნდა ჩაშლა მოლაპარაკებების და ყოველ იმ მომენტში, როდესაც რაღაც შეთანხმების კონტურები გამოიხატება, გამოდის ეს ადამიანი და ჩამშლელ განცხადებებს აკეთებს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მას რაღაც დავალება აქვს მიღებული, რომ კრიტიკულ მომენტში ჩამშლელის როლი შეასრულოს.

მე ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ამ განცხადებებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ჩვენი მიზანია და ასევე დასავლელი პარტნიორების, რომ პროცესი კონსტრუქციამდე მივიდეს. ამიტომ ამ პროცესს კონსტრუქციულად უნდა მივყვეთ და დავინახავთ „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკება ნამდვილად უნდა თუ არა.

ასევე, თუ ღირებული წინადადებები იქნა, თუ შეთანხმებისკენ გადადგმული ნაბიჯები იქნება, არა მარტო „სტრატეგია აღმაშენებელს“, არამედ სხვა პარტიებსაც შეთანხმება გვინდა, ოღონდ არა რაღაცის ხარჯზე", - განაცხადა ჩიხლაძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ