ბორჯომის მერია - ბორჯომში, წმ. ნინოს ქუჩის N2-ში სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

ბორჯომში, წმ. ნინოს ქუჩის N2-ში სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მერიიდან აცნობეს, მიმდინარესამუშაოებს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი და მერის მოადგილე სოსო რაზმაძე გაეცნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან სკვერის პროექტის დეტალები განიხილეს.

სკვერის რეაბილიტაცია 3 თვეში დასრულდება. სამუშაოებს შპს "არბა" ახორციელებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სკვერის რეაბილიტაციისთვის 717 000 ლარია გათვალისწინებული.

პროექტის მიხედვით მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და დასასვენებელი სივრცე, განთავსდება სკამები და დამონტაჟდება განათება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს